ჩემი კარიერა

8 მიზეზი , თუ რატომ მაკდონალდსი

1. მეგობრული კოლექტივი

მაკდონალდსში შექმნილი გარემო ყველას ერთმანეთთან გვაახლოვებს. ჩვენ ყველა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. აქ რამდენიმე საუკეთესო მეგობარი შევიძინე და ვიცი ეს მეგობრობა ბოლომდე გასტანს.”

მარიამ ცხოვრებაშვილი

2. მოქნილი სამუშაო განრიგი

“ვსწავლობ სოხულის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ვარ თვითმმართველობის წევრი და ვთამაშობ საკალათბურთო გუნდში, ვარ კაპიტანი. სამსახურიდან ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს რათა ყველაფერი ეს მოვასწრო.”

დათა გელხვიძე

3. პირადი შემოსავლის წყარო

“მაკდონალდსში 21 წლიდან ვმუშაობ. ჩემი შემოსავლით მშობლებსაც ვეხმარები, დავამთავრე სასწავლებელი და ასევე შემიძლია თავს უფლება მივცე ნებისმიერი შენაძენის გაკეთებაში.”

მარიამ ძიძიკაშვილი

4. სტაბილური სამუშაო უდიდეს საერთაშორისო კომპანიაში

ხშირად ვერ შევხვდები ისეთ კომპანიას , რომლებიც დღესასწაულის დღეებში ორმაგად ანაზღაურებს შენს შრომას, ხოლო ღამის ცვლაში 20 % -იანი ნამატით ანაზღაურებს სამუშაო საათებს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია , გვაქვს ასევე ანაზღაურებადი 24 სამუშაო დღიანი შვებულება.მაკდონალდსი ჩემი პირველი სამსახურია, ჩემს გამოცდილებას 11 თვე უსრულდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორი ათეული წლის განმავლობაში პირველად მივიღებ კუთვნილ ფასიან შვებულებას და მოვიწყობ ნამდვილ რომაულ არდადეგებს.

ელენე ბუბუტეიშვილი

5. სასიამოვნო და მხიარული სამუშაო გარემო

ჩვენი კომპანია ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე. ცდილობს განტვირთვა მოგვიწყოს და სასიამოვნო სამუშაო გარემო შეგვიქმნას. მე მოლარეების გუნდის წევრი ვარ და მთელი წელი მოუთმენლად ველოდები კორპორატიულ საღამოს საინტერესო ნომინაციებით. რესტორნის დიდი გუნდი დაყოფილია პატარა გუნდებად და მათ შორის კონკურენცია სწორედ ამ საღამოს აღწევს პიკს, გამარჯვებული გუნდისთვის ეწყობა დამატებით ორგანიზებული, ემოციურად დატვირთული და სასიამოვნო დღე. მხიარულება ამით არ შემოიფარგლება, რესტორნებს შორის იმართება სპორტული შეჯიბრი, და მე როგორც ბავშვობაში "განთქმულ ფეხბურთელს" ეს დიდ განტვირთვას და სიამოვნებას მანიჭებს.

შალვა კიკნაძე

6. მუშაობის კომფორტული პირობები

“ჩვენთან კომფორტული სამუშაო პირობებია, ეს უფრო ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის სამუშაო პროცესს. მოწყობილი გვაქვს უახლესი დიზაინის დასასვენებელი ოთახი, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერით,ინტერნეტით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ვგრძნობ რომ კომპანია ზრუნავს ჩემს კომფორტზე, მაქვს ინდივიდუალური კარადა და შემიძლია ვისარგებლო სუფთა მოწესრიგებული საშხაპით.”

დავით აბესაძე

7. უფასო სწავლება

“არ ინერვიულო თუ არ გაქვს სამუშაო გამოცდილება და ფიქრობ, რომ მაკდონალდსში მუშაობა ძალიან რთულია. შრომითი კარიერა დავიწყე გამოცდილებისა და სპეციალური განათლების გარეშე. ჩვენი სწავლების ინტრუქტორთა პროფესიონალურმა გუნდმა იზრუნა ჩემს სწავლებაზე და გარდა იმისა, რომ შემასწავლა მაკდონალდსის სტანდარტებით მუშაობა. აქ შევიძინე ბევრი ისეთი უნარი, რომელიც ძალიან მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარტივად ვამყარებ კომუნიკაციას სხვადასხვა ადამიანებთან, გავხდი მეტად თავდაჯერებული და ნელ-ნელა ვიმაღლებ კვალიფიკაციას. დამიჯერე შენც შეძლებ ამას.”

მაგდა კიკნაველიძე

8. პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

“როგორც კომპანიის ყველა მმართველ პოზიციაზე მყოფმა, ჩემმა რესტორნის დირექტორმა და რესტორნის ყველა მენეჯერმა კარიერა დაიწყო როგორც მომსახურე პერსონალმა. აქ ყველას ააქვს საშუალება გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, განვითარდეს პიროვნულად და კარიერის უმაღლეს საფეხურებსაც კი მიაღწიოს. მეც როგორც მომსახურე პერსონალი ისე შევუერთი მაკდონალდსის დიდ გუნდს , დღეს კი უკვე სწავლების ინსტრუქტორთა გუნდში ვარ და გუნდის ახალ წევრებს ვეხმარები განვითარებაში.”

ავთანდილ ალავიძე
თუ მომხმარებლის სწრაფი, თავაზიანი და ღიმილიანი მომსახურებით თქვენც მიიღებთ სიამოვნებას, შემოგვიერთდით!